• Ƀ/$

2010-2018 წლებში მზის პანელიბისგან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 1672%-ით გაიზარდა

22 იანვარი 10:17 | ტექნოლოგიები

მზის ენერგიის კოლოსალური პოტენციის მიუხედავად ელექტროენერგიის გენერაციაში მისი წილი 2.5%-ზე ნაკლებია, თუმცა პანელებზე ფასის კლების ფონზე სურათი ნელ-ნელა იცვლება.

ჩრდილოეთ ნახევასფეროს ქვეყნებში მზისგან მიღებული ელექტროენერგიის ფასი 2010-2018 წლებში 66-84 პროცენტის ფარგლებში შემცირდა. ფასების კლების ტემპი ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაზე იყო დამოკიდებული.


10 წლის წინ მზის პანელების წარმოება და მონტაჟი მსხვილ სახელმწიფო სუბსიდირებაზე იყო დამოკიდებული, ახლა ის უკვე კონკურენტუნარიანია და ნელ-ნელა სხვა ტრადიციულ წყაროებზე ფასისმიერ უპირატესობის მოპოვებასაც იწყებს.



2010-2018 წლებში მზის ენერგიისგან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 1672%-ით 33-დან 585 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ანუ 2018 წელს მზის მსოფლიომ მზის პანელებისგან აწარმოა იმაზე 4700%-ით მეტი ელექტროენერგია, ვიდრე საქართველომ ყველა წყაროსგან ერთად.


2019 წელი ჯერ შეჯამებული არ არის, წინასწარი გათვლებით მან 720 მლრ კვტ/სთ შეადგინა, 2020 წლის პროგნოზით მან 865 მლრდ კვტ/სთ-ს უნდა მიაღწიოს, 1 ტრლნ-იანი ზღვარი კი უკვე 2021 წელს უნდა გადაილახოს. ხოლო 2030 წელს 3.27 ტრლნ კვტ/სთ-ს უნდა მიაღწიოს, რაც მას 10%-იან წილზე გაიყვანოს.  



საქართველოში მზის ელექტროსადგური ამ დრომდე არ არსებობს. ცალკეული პანელებისგან მიღებული ელექტროენერგია 2მლნ კვტ/სთ-ს აღწევს, რაც საერთო მოხმარების 0.02%-ზე ნაკლებია.


მზის მიერ 1 წამში დედამიწამდე მოღწეული ენერგია მთელი მსოფლიოს წლიურ მოხმარებას აღემატება, ეს მაშინ როცა დედამიწამდე მზის ენერგიის 1 მემილიარდედზე ნაკლები მოდის.


მსგავს თემაზე:

საამიროებში ახალმა მზის ელექტროსადგურმა 1 კვტ/სთ-ს ფასი 2.42 ცენტამდე შეამცირა


ქარის ენერგიის რევოლუცია შოტლანდიაში


ჩინეთი მზის ელექტროსადგურების სიმძლავრეს აორმაგებს


დიდ ბრიტანეთში მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი მატარებელი შექმნეს


გორში 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება


კასპის სტადიონს ელექტროენერგიას მზის პანელები მიაწვდის



სხვა სიახლეები