• Ƀ/$

რა ეღირება ბიუჯეტური iPhone?

22 იანვარი 16:22 | ტექნოლოგიები

Apple თებერვალში ახალი, ბიუჯეტური აიფონების წარმოებას იწყებს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg კომპანიის გეგმებში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს მონაცემებით, ახალ სმარტფონს კომპანია მარტში წარმოადგენს. ეს იქნება პირველი იაფი სმარტფონი iPhone SE–ს დროიდან, რომლის ფასიც $399–ს შეადგენდა. Bloomberg–ის ცნობით, ახალი აიფონი გარეგნულად iPhone 8–ის მსგავსი იქნება 4,7 დუიმიანი დიაგონალით.


სმარტფონის პროცესორი ისეთივე იქნება, როგორიც ამჟამინდელ ფლაგმანს iPhone 11–ს აქვს. სააგენტო ახალი აიფონის სავარაუდო ფასს არ ასახელებს.


Bloomberg დასძენს, რომ მოგვიანებით, 2020 წელსვე, Apple გამოუშვებს აიფონს 5G მხარდაჭერით, რომელიც კიდევ უფრო სწრაფი პროცესორითა და უკანალა პანელზე ახალი 3D კამერებით იქნება აღჭურვილი.


სხვა სიახლეები