• Ƀ/$

სამხედრო ექსპერტი: „აზერბაიჯანის არმიის განახლება სამი მიმართულებით მიმდინარეობს“

24 იანვარი 15:11 | ტექნოლოგიები

ოფიციალური ბაქო შეიარაღების დივერსიფიკაციის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანელმა სამხედრო ექსპერტმა რაშად სულეიმანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა აღჭურვილობა და თავდაცვის სისტემები შეიძინა რუსეთისგან, ყოვილის სსრკ-ის ძირითადი მწარმოებლებისგან - უკრაინისგან, ბელარუსისგან. აგრეთვე იარაღს ყიდულობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისგან, ისრაელისგან, თურქეთისგან, პაკისტანისგან - ზოგადად იმ ქვეყნებიდან, სადაც განვითარებული თავდაცვის ინდუსტრიაა.


სულეიმანოვმა აღნიშნა, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე აზერბაიჯანმა რუსეთიდან და ისრაელიდან $8 მლრდ-ის ღირებულების იარაღი შეისყიდა. აქ იგულისხმება საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები, საჰაერო ხომალდები, ჯავშანტექნიკა (ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საინჟინრო მოწყობილობები), საზღვაო ხომალდები, C4ISR სისტემები (ბრძანების, კონტროლის, კომუნიკაციის, დაზვერვის, მეთვალყურეობის, რეკოგნოსცირების სისტემა) და სხვა.


ექსპერტის თქმით ამჟამად მთავარი მიმწოდებელი რუსეთია. გარდა ამისა, ბოლო 4 წლის მანძილზე ჩეხეთის რესპუბლიკამ, ესპანეთმა, ბულგარეთმა, სლოვაკეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა და ევროპის სხვა სახელმწიფოებმა შეამსუბუქეს ან მთლიანად გააუქმეს აზერბაიჯანზე 90-იანი წლებიდან დაწესებული იარაღის ემბარგო. შესაბამისად ამჟამად კონტრაქტები არსებობს ამ სახელმწიფოების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებში შემავალ კომპანიებთან.


„ჯარის განახლება სამი მიმართულებით ხორციელდება: შესყიდვები საზღვარგარეთიდან (ამ ეტაპზე მთავარი მიმართულება), მოძველებული იარაღისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროგრამები და ადგილობრივი წარმოება. მოდერნიზაციის პროგრამებს ახორციელებენ ადგილობრივი სახელმწიფო და კერძო კომპანიები თურქულ, ბელარუსულ და ებრაულ კომპანიებთან თანამშრომლობით“, - დაამატა სულეიმანოვმა.


 


 


მსგავს თემაზე:

ალიევის ადმინისტრაცია: აზერბაიჯანი „კუხოში“ შესვლას არ გეგმავს


ოფიციალური ბაქო სირიაში თურქული ოპერაციის შესახებ


ალიევის გზავნილი რუსულ პოლიტიკას - მეტი მხარდაჭერა ყარაბაღის კონფლიქტში!


რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის სიბრტყეში


აზერბაიჯანი „დაბალანსების პოლიტიკას“ აგრძელებს და რუსეთთან აქტიურ ურთიერთობებშია


პრეზიდენტი ალიევი: "აზერბაიჯანი პრაგმატული პოლიტიკის მიმდევარია"



სხვა სიახლეები