• Ƀ/$

2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთის ოდენობა 71%-ით გაიზარდა

24 იანვარი 18:30 | ეკონომიკა

2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ყაზახეთის ქალაქ ალმათში გამართულ ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ შეხვედრაზე განაცხადეს. 

შეხვედრას გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია დაესწრო. 


ასოციაციის წევრებმა 2019 წლის შედეგები შეაჯამეს და აღინიშნა, რომ 2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71%-ით (10,7 ათსი TEU) გაიზარდა და ეს აღნიშნულ დერეფნში გადაზიდვის რეკორდული მაჩვენებელია.


ამასთანავე, 2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო. ასოციაცია ТМТМ-ს ახალი წევრებიც შეემატნენ - ჩინური კომპანია ,,Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd“ და ყაზახური - ,,აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი“.


შეხვედრაზე 2020 წლის სატარიფო პოლიტიკა შეთანხმდა.


სხვა სიახლეები