• Ƀ/$

თურქეთმა ჩინელი მგზავრი, რომელსაც "კორონავირუსის" სიმპტომები ჰქონდა, საზღვარზე არ შეუშვა

24 იანვარი 19:06 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქეთის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს ჩინეთიდან მიმავალი მგზავრი, რომელსაც "კორონავირუსის" სიმპტომები ჰქონდა. 

ინფორმაციას მომხდარის შესახებ თურქული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ვირუსით დაავადებული ქალი ჩინეთში შეთანხმების საფუძველზე დააბრუნეს.


მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ყველა აეროპორტში მგზავრებს თერმული კამერებით შეამოწმებენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ თურქეთში "კორონავისრუსის" არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 


ცნობისთვის, ახალი "კორონავირუსი" პირველად ჩინეთში გავრცელდა, შემდეგ კი ვირუსის შემთხვევები აშშ-ში, ტაილანდში, ჰონგ-კონგში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 26 შეადგინა.


 


მსგავს თემაზე:

კორონავირუსი: ყველაფერი სიმპტომების, ვაქცინისა და რისკების შესახებ


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საკითხზე საუბრობს


რამდენად დიდია საქართველოში "კორონავირუსის" შემოტანის რისკი?



სხვა სიახლეები