• Ƀ/$

ძლიერ მიწისძვრას თურქეთში ნგრევა მოჰყვა

24 იანვარი 23:17 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქეთში, 24 იანვარს ადგილობრივი დროით 20:55-ზე მაგნიტუდით 6.8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა და ძლიერი ბიძგები მალათიის პროვინციაშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრის ჰიპოცენტრის სიღრემე 10 კმ-ს შეადგენდა, მიწისძვრისგან გამოთავისუფლებული ენერგია 240 000 ტონა ტროტილის ექვივალენტს უდრიდა, რაც თავის მხრივ ჰიროსიმაში ჩამოგდებული 15 ატომური ბომბის დამანგრეველ ძალას უთანაბრდება.


შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოულის განცხადებით მიწისძვრის შედეგად 4-5 შენობა ჩამოინგრა, ამ დროისთვის 4 ადამიანის გარდაცვალება დასტურდება. მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. რამდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.


თურქეთი სეისმურად ერთ-ერთი აქტიური ზონაა. 21 წლის წინ 1999 წელს 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ იზმითში 17 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


მსგავს თემაზე:

ბოლო 100 წელიწადში თურქეთში მიწისძვრებს 80 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა



სხვა სიახლეები