• Ƀ/$

ყოველი მე-5 სამეცნიერო პუბლიკაცია ჩინურია

27 იანვარი 15:34 | ტექნოლოგიები

2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით 2.5 მლნ-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რა დროსაც ჩინეთმა შეერთებულ შტატებს გაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

ჩინეთის მიერ გამოქვეყნჯებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობის ზრდის ტემპი მსოფლიო საშუალოს მაჩვენებელს 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტად აღემატება. თუ 2008-2018 წლებში სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა აშშ-ში 7%-ით 395 ათასიდან 423 ათასამდე გაიზარდა, იმავე პერიოდში ჩინეთმა 112%-იანი ზრდა აჩვენა და პუბლიკაციების რიცხვი 248 ათასიდან 528 ათასამდე გაზარდა.


ხუთეულის დარჩენილი სამი წევრი ინდოეთი, გერმანია და იაპონიაა. მათ შესაბამისად 136 ათასი, 104 ათასი და 98 ათასი ნაშრომი გამოაქვეყნეს. ამ ხუთ სახელმწიფოზე მთელი მსოფლიოს მიერ გაქმოქვეყნებული სტატიების 50.5% მოდის.



მსგავს თემაზე:

დოქტორის ხარისხის მიმღებთა რაოდენობით აშშ უპირობო ლიდერია


TOP 10 სახელმწიფო სადაც მასწავლებლის ხელფასი ყველაზე მაღალია



სხვა სიახლეები