• Ƀ/$

სამზარეულოს აქსესუარები, რომელიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას და რომელზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ, თუ არსებობდა

27 იანვარი 15:36 | კომპანიები

გემრიელობის მოსამზადებლად სამზარეულოში უამრავი ისეთი რამის კეთება გვიწევს, რომელიც ან დიდად არ გვსიამოვნებს, ან - კარგად არ გამოგვდის.

მაგალითად, ასეთი რამეა: ხახვის წვრილად დაჭრა, ალუბლისთვის კურკების გამოცლა რბილობის დაზიანების გარეშე; კვერცხის გულისა და ცილის სწრაფად და იდეალურად განცალკევება და ა.შ.


ვჭრით ხახვს, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოგვდის, არც თანაბარი გადანაჭრები გამოგვდის და ამ დროს წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ სადღაც, ჩვენთვის უკვე იზრუნა ვიღაცამ და ხახვის უფრო მარტივი და გაცილებით იდეალური დასაჭრელია შექმნილი.


გაინტერესებთ, კიდევ რა ნივთები შეიძლება იყოს ასეთი?


ხახვის დასაჭრელი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ:



ალუბლის კომპოტს ან მურაბას ამზადებთ და არ იცი კურკები რითი გამოარჩიოთ ან ფიქრობთ, სულაც ხომ არ დაგეტოვებინათ? არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ასეთი აპარატი უკვე შეიქმნა ჩვენი შრომის შესამსუბუქებლად.



რამდენი რეცეპტი იწყება ასე: „განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა...“ გიცდიათ კვერცხის გულის და ცილის გაცალკევება? მე - არასოდეს. თუმცა ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რა უნდა შევიძინო, რომ ალუბლიდან კურკის გამორჩევასავით არ ვიწვალო.



ეს ნივთი ყველას აღაფრთოვანებს, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს და ჯანსაღი კვება ყველაზე პრიორიტეტულია. სახლში დამზადებული ნაყინი ხომ სასარგებლო, ჯანსაღი და გემრიელი სასუსნავია როგორც პატარებისთვის, ასევე - დიდებისთვისაც? ნაყინის დასამზადებელი ისეთი ნივთია, რომელიც საყიდლებში წინასწარ არასოდეს გაგახსენდება, მაღაზიაში თუ წააწყდებით, შეიძლება იმ წუთას მისი საყიდელი ბიუჯეტი არ გქონდეს გათვალისწინებული. ამიტომაც, აი ბმული და ახლავე დაამახსოვრეთ „ბუქმარკებში“.



გულწრფელად თქვით, ოდესმე გაგირჩევიათ ბროწეული ისე, სერგო ფარაჯანოვის ცნობილ კინოგმირს რომ არ დამსგავსებოდით? არა ხომ? ამ გენიალური და უმარტივესი გამოგონებით კი ყველანაირი წვალების გარეშე შეექცევით ამ გემრიელ და სასარგებლო ხილს.



 


იცოდით, რომ ყველა ასეთი საჭირო და სასარგებლო ნივთის გამოწერა ონლაინ-მაღაზია „ვენდუთია“ შესაძლებელი?


„ვენდუ“ ონლაინ-მაღაზიაა, სადაც 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. პლატფორმა, რომელიც თიბისი ბანკმა SWOOP-ის ბაზაზე დააფუძნა, განკუთვნილია როგორც მომხმარებლისთვის, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად სურს იშოპინგოს, აგრეთვე - ქართველი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, თავიანთი პროდუქცია ონლაინ-მაღაზიაში განათავსონ.   


სხვა სიახლეები