• Ƀ/$

კორონა ვირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა ოფიციალური სტატისტიკა

27 იანვარი 17:45 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრი (ლუგარის ლაბორატორია) კორონა ვირუსის შესახებ 27 იანვრის მდგომარეობით არსებულ სტატისიკას აქვეყნებს. 

27 იანვრის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით სულ დაფიქსირებულია 2775 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა, (რეალური მონაცემი შესაძლოა 2-ჯერ მეტი იყოს) რაც 26 იანვრის მაჩვენებელს 701-ით აღემატება. გარდაცვლილთა რაოდენობა 24 საათში 25-ით 81-მდე გაიზარდა.


დაავადება გავრცელებულია 10 ქვეყანაში, თუმცა 26 იანვრის მდგომარეობით 56-დან 56-ივე გარდაცვალების შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდებოდა, მათ შორის 52 ჰუბეის პროვინციაში.


27 იანვრის მდგომარეობით კორონა ვირუსი საქართველოში არ დაფიქსირებულა და არც საზრვარგარეთ დაინფივირებყულა საქართველოს მოქალაქე.


მსგავს თემაზე:

რამდენად დიდია საქართველოში "კორონავირუსის" შემოტანის რისკი?


კორონავირუსმა ნავთობიც დააგდო


რუსი ექიმი: კორონავირუსის გარშემო პანიკა ხელოვნურადაა შექმნილი


როგორი იქნება კორონავირუსის გავლენა ჩინეთისა და მსოფლიო ეკონომიკაზე?



სხვა სიახლეები