• Ƀ/$

ნიუ–იორკმა ლონდონს მსოფლიო ფინანსური ცენტრის სტატუსი წაართვა

27 იანვარი 18:42 | ფინანსები

ბრექსიტის ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობის გამო ლონდონმა მსოფლიო ფინანსების ცენტრის სტატუსი ნიუ–იორკს დაუთმო.

ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Financial Times საფინანსო სექტორის ტოპ–მენეჯერების გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.


ლონდონის მიმზიდველობა 2018 წლის შემდეგ 53%–დან 19 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მაშინ, როცა გამოკითხულთა 56% აცხადებს, რომ მსოფლიოს წამყვან საფინანსო ცენტრად ნიუ–იორკს მიიჩნევენ.


„ძნელი დასაჯერებელი არ არის, რომ სამმა წელმა ბრექსიტის რეფერენდუმიდან და ამ პერიოდში გამეფებულმა გაურკვევლობამ ლონდონის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა“, – აცხადებს საკონსალტინგო კომპანია Duff & Phelps–ის წარმომადგენელი მონიკ მელისი და აღნიშნავს, რომ ბრექსიტისკენ გზხის გაკვლევა და არჩევნებში ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიის გამარჯვება შეიძლება დაეხმაროს ლონდონს დაკარგული დიდების დაბრუნებაში.


დიდმა ბრიტანეთს ევროკავშირი გასული წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ეს თარიღი არაერთხელ გადაიდო იმის გამო, რომ ბრიტანელი დეპუტატები ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. პროცესების დაძვრა პრემიერმა ბორის ჯონსონმა შეძლო, რომლის პარტიამაც დეკემბრის არჩევნებზე ოპოზიცია დაამარცხა.


დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი თვის ბოლომდე უნდა დატოვოს.


სხვა სიახლეები