• Ƀ/$

ავტომობილი 134 წლისაა

29 იანვარი 14:40 | ტექნოლოგიები

შიდაწვისძრავიანი ავტომობილი იუბილარია. ზუსტად 134 წლის წინ, 1886 წლის 29 იანვარს, კარლ ბენცმა პატენტი აიღო. მას შემდეგ ავტომობილის ერა იწყება, რომელთა რაოდენობა უკვე 1.2 მილიარდს აჭარბებს. 

უცხენო ეტლის იდეა, ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობას ზღაპრებში და ოცნებებში არსებობდა. ოცნება რეალურად მხოლოდ XIX საუკუნის დამლევს იქცა. ავტომობილს წინ გაბარიტებით ბევრად დიდი ორთქლის ძრავიანი გემი და ორთქმავალი უძღოდა.


გერმანელმა მეცნიერმა, კარლ ბენცმა ავტომობილის აწყობა 1885 წელს დაასრულა, პატენტი კი რამდენიმე თვის შემდეგ 29 იანვარს მოიპოვა.


XIX საუკუნის ავტომობილების სიჩქარე, როგორც წესი 20 კმ/სთ-ს არ აღემატებოდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი „მოძრავ რკინის ყუთს“ ეჭვის თვალით უყურებდა, რომელიც ხშირად ფუჭდებოდა და შორ მანძილზე გადასაადგილებლად ისევ ეტლი ჯობდა. საწყის ეტაპზე თითოეული მოდელი ხელით იწყობოდა, რაც მიწოდებასაც ართულებდა და ფასსაც სწევდა. ავტოწარმოებაში რევოლუცია ჰენრი ფორდმა მოახდინა, კონვეიერული მეთოდის დანერგის გზით წარმოება გაიზარდა, ფასი კი თითქმის 3-ჯერ შემცირდა. დღეს უკვე ლეგენდად ქცეული, 1913 წელს გამოშვებული, FORD MODEL T $350 ღირდა, რაც ამჟამინდელი კურსით კურსით $9000-ს აღწევს.



ავტომობულის ბუმი, მაინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. ავტომწარმოებელ ქვეყანათა რიცხვიც გაიზარდა. აშშ, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, სსრკ, კორეა, იაპონია... ეს ავტოინდუსტრიაში ჩართული ქვეყნების არასრული ჩამონათვალია.


დროთა განმავლობაში იცვლებოდა დიზაინი, უსაფრთხოების ნორმები, სიმძლავრე, ფუნქციები. ჩვეულებრივ ავტომობილს მიემატა, ავტობუსი, საბარგო ავტომობილი, სამხედრო დანიშნულების ავტომობილი და სპეცტექნიკა რომლის გამოყენების სფერო მრვალმხივია: მშენებლობა, სამაშველო, სოფლის მეურნეობა და სხვა.





ამ დროისათვის ავტომობილის ჯამური რაოდენობა 1.2 მილიარდს აღწევს, მათში ელექტრომობილის წილი 0.6%-ზე ნაკლებია და 7 მილიონ ერთეულს არ აღემატება. თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. I მსოფლიო ომამდე ელექტრომობილების წილი 1/3-ს აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ელექრომობილების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, თავდაპირველი წილის დაბრუნებას კიდევ მრავალი წელი დასჭირდება. საგულისხმოა ისიც, რომ პირველი ავტომობილი რომელმაც 100 კმ/სთ-ს გადააჭარბა ელექტრო იყო. საფრანგეთში გამართულ რბოლაზე, La Jamais Contente-მა 105.8 კმ/სთ განავითარა.


ავტომობილის 150 წლის იუბილეზე, 2036 წელს ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს შიდაწვისძრავიანი ავტომობილის წარმოება და იმპორტი უკვე აკრძალული ექნება, მათგან ზოგიერთს გზებზე გადაადგილებაც კი.



ავტომობილის რაოდენობა დღესაც იზრდება. ბენზინის ადგილი კი მომავალში აღარ რჩება, ელექტრომობილების გარდა ვითარდება წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილების ინდუსტრიაც. ზოგიერთ ელექტრომობილს სახურავზე მზის პანელები აქვს დამაგრებული რაც მის გარბენს ზრდის.


თუ ელექტრომობილების რაოდენობას მილიონებში ვითვლით უპილოტოების როადენობა ჯერ კიდევ მიზერულია და მათი სერიული წარმოება არც კი დაწყებულა. უპილოტო ავტომობილი თავის მხრივ ელექტრომობილიცაა, ოღონდ მას მძღოლი არ ჰყავს. ინდუსტრიის გასავითარებლად 5G ტექნოლოგიაა აუცილებელი, რათა უპლილოტოებმა უსწაფესად და დაყივნების გარეშე გადასცენ ერთმანეთს სიგნალი. დღეს ავტოკატასტროფებში წლიურად 1.2 მლნ ადამიანი იღუპება, უმრავლეს შემთხვევაში ავარია ადამიანური შეცდომით ან დაუდევრობითაა გამოწვეული. შეცდომისგან არც პროგრმაა დაძვეული, თუმცა ის სპეციალურ რისკზე არ წავა, რამაც საერთო ჯამში მომავალში ავტოავარიების რიცხვი უნდა შეამციროს.



მსგავს თემაზე:

Mercedes ელექტრომობილებზე გადადის


ნორვეგიაში ყოველი გაყიდული 100 ავტომობილიდან 56 ელექტრომობილია


დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება



სხვა სიახლეები