• Ƀ/$

ამერიკული "საუკუნის შეთანხმება" - "მზის ქვეშ კუთვნილი ადგილი" ისრაელისთვის

29 იანვარი 17:26 | ანალიტიკა

ე.წ. იორდანიის ველი, რომელიც ისრაელის მიერ დაკავებული დასავლეთ სანაპიროს (West bank) თითქმის მესამედს შეადგენს, „ისრაელის სუვერენიტეტის ქვეშ გადავა“.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულ „საუკუნის შეთანხმებაში“, რომელიც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების გრძელვადიან სამშვიდობო გეგმას წარმოადგენს.


თავის მხრივ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დარწმუნებულია, რო „იორდანიის ველი“ მათ კონტროლს სრულად დაექვემდებარება და გახდება ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრის მნიშვნელოვანი ნაწილი.


რას წარმოადგენს „იორდანიის ველი“?


აღნიშნული ტერიტორია მიწის ნაყოფიერი ნაწილია, რომელიც მკვდარი ზღვის ჩრდილოეთიდან ე.წ. west bank-ის აღმოსავლეთ სივრცეს მოიცავს და ესაზღვრება იორდანიის სამეფოს. ამ ტერიტორიაზე 65 000 პალესტინელით და 11 000 ებრაელით დასახლებული 28 სოფელი მდებარეობს.


ნეთანიაჰუს გეგმის მიხედვით „იორდანიის ველზე“ მდებარე ქალაქი იერიჰო უნდა მოწყდეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სხვა პალესტინურ ქალაქებს. სხვადასხვა მოანცემებით ამ ქალაქში 20 000 პალესტინელი ცხოვრობს.


„საუკუნის შეთანხმების“ მიხედვით, პალესტინელებით დასახლებული მთლიანი დასავლეთ სანაპირო იზოლირდება მისი არაბული მეზობლისგან, იორდანიისგან.


ამჟამინდელი მოცემულობით იორდანიისა და დასავლეთ სანაპიროს ერთადერთ დამაკავშირებელ სახმელეთო გზას „ალენბის, იგივე მეფე ჰუსეინის“ (Allenby/King Hussein) ხიდი წარმოადგენს.


რით არის „იორდანიის ველი“ მნიშვნელოვანი?


„იორდანიის ველის“ ანექსირება დასავლეთ სანაპიროს (West bank) მდინარე იორდანეს დააშორებს, რომელიც თავის მხრივ იორდანიის სამეფოსთან არსებულ აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენს. მდინარე 80 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას და იქ განთვსებულ თევზის ფერმებს კვებავს.


ამ რეგიონის გაკონტროლებით ისრაელი სრულად შეძლებს მდინარის წყლები დასავლეთ სანაპიროზე არსებულ, ამ ეტაპზე არალეგალურად მცხოვრებ ებრაულ დასახლებებს მიაწოდოს. ოფიციალური თელ-ავივი ხშირად ცვლის მდინარის წყლის მიმართულებას და მილსადენების გამოყენებით მიმართავს დასახლებული პუნქტებისკენ.


აღნიშნული უარყოფითად მოქმედებს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ პალესტინელებზე. გაუარესებული საცხოვრებელი პირობების გამო კი უმეტესი ნაწილი იძულებულია დატოვოს ეს მიწები.


ტრამპის გეგმის სხვა დეტალები


- პალესტინელებმა უარი უნდა თქვან ძალადობაზე და შეწყვიტონ ფინანსური დახმარების გაწევა იმ პიროვნებებისთვის, რომლებიც ებრაელებზე თავდასხმებს ახორციელებენ;


- პალესტინის ახალ სახელმწიფოს ტრამპი $50 მლრდ-ის ოდენობის ინვესტიციას ჰპირდება, რომელიც დაახლოებით 1 მლნ. ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.


აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით პალესტინის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი გახდება და შეერთებული შტატები იქ საელჩოს გახსნის. ამავდროულად უნდა მოხდეს პრო-ირანული ორგანიზაცია „ჰამასის“ განიარაღება და ღაზას სექტორის დემილიტარიზაცია.


 


დოკუმენტის სრული ვერსია: https://www.whitehouse.gov/wp-content/uploads/2020/01/Peace-to-Prosperity-0120.pdf


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ისრაელში ახალი მთავრობის ფორმირებას ნეთანიაჰუს გარეშე გეგმავენ


ხმელთაშუა ზღვის ენერგორესურსები - ისრაელი ევროპის ახალი მიმწოდებელი?!


ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და მისი შესაძლო გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე


ტრამპის "საუკუნის შეთანხმება" - რეგიონული გამოხმაურება ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებაზე



სხვა სიახლეები