• Ƀ/$

ლარი 0.36 თეთრით გამყარდა

31 იანვარი 17:15 | ფინანსები

31 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8898 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8934 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.36 თეთრი შეადგინა.
 
 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1868 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა.


გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4831 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.7882 ლარი ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 თებერვალიდან  შევა ძალაში.


სხვა სიახლეები