• Ƀ/$

რატომ არის კორონავირუსით გამოწვეული პანიკა უსაფუძვლო?

2 თებერვალი 13:33 | ანალიტიკა

კორონავირუსის შესახებ პანიკა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გრძელდება, რაც როგორც მინიმუმ გადაჭარბებულად შეიძლება შეფასდეს, თუმცა უსაფუძვლო უფრ

მსოფლიოს რამდენიმე ისეთი პანდემია ახსოვს, რა დროსაც დაღუპულთა რაოდენობამ რვანიშნა მაჩვენებელს მიაღწია და გავრცელების არეალში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 30%-ს გადააჭარბა. მათ შორის 2 ყველაზე საშინელი პანდემია იყო შავი ჭირი, რომელმაც XIV საუკუნეში 75 მლნ-ზე მეტი ადამიანი ისმხვერპლა, რაც იმ დროინდელი მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედს უდრიდა, თუმცა ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 30%-ს, ზოგიერთ რეგიონში კი 90%-საც მიაღწია და ესპანური გრიპი, ე.წ. ისპანკა, 1918-1920 წლებში 20 მლნ ადამიანი იმსხვერპლა, 2-ჯერ მეტი ვიდრე პირველ მსოფლიო ომში.


კორონავირუსი რომ „ისპანკა“ იყოს, მაშინ სიკვდილის საშიშროება 77 მლნ ადამიანს დაუდგებოდა, შავი ჭირის შემთხვევაში კი 1.93 მლრდ ადამიანს. საბედნიეროდ ის არც ერთი არ არის. ანტიბიოტიკის სიკეთეებით კაცობრიობა უკე 92 წელია რაც სარგებლობს და კომუნალური პირობების არქონისა თუ რელიგიური ფანატიზმის გამო ადამიანები დღეს დაბანაზე უარს აღარ ამბობენ.


1-ლი თებერვლის მონაცემებით კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 11 700-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 259-ს. მართალია ვირუსი 26 სახელმწიფოშია უკვე გავრცელებული, მაგრამ დაავადებულთა 95%-ზე მეტი და გარდაცვლილთა 100% ჩინეთზე მოდის. ისევე როგორც სხვა ვირუსული ინფექციები კორონავირუსიც მხოლოდ იმ ადამიანებს კლავს, რომელთა იმუნიტეტიც სხვა ქრონიკული დაავადებების გამო დასუსტებულია, ან მათ რომლებმაც მკურნალობის დაწყება დააგვიანეს. ვირუსისგან სრულად განკურნებულთა რიცხვი გარდაცვლილტა რაოდენობას აჭარბებს. დაავადებულთა ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია და მსხვერპლის რიცხვი უახლოეს დღეებში გაიზრდება, მაგრამ ინფიცირებულთა უმრავლესობა სახლებში მშვიდობიანად დაბრუნდება.


ჩინეთის მოსახლეობა 1.437 მლრდ-ს შეადგენს, საიდანაც ვირუსი 0.00081%-ს შეხვდა. ინფიცირებულთაგან კი 2.21% დაიღუპა. 0.1%-ზე დაბლა ნარჩუნდება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი თავად ქალაქ უჰანში რომელიც ვირუსის ეპიცენტრადაა მიჩნეული და რომლის მოსახლეობაც საქართველოსას 3-ჯერ აღემატება. იმ დაშვებითაც კი, თუ ვირუსი საქართველოში იმავე პროპორციით გავრცელდება როგორც ჩინეთში, რაც დღეს არსებული სურათის მიხედვით ყველა გონივრული გათვლით უბრალოდ წარმოუდგენელია, ინფიცირებულთა რაოდენობა 30-ს მიაღწევს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 0.6-ს, ანუ მაქსიმუმ 1-ს. ცხადია ადამიანის სიცოცხლე უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს და 1 ადამიანის სიკვდილიც ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედიაა 10, 20 და 50 ადამიანის სიკვდილი, მაშინ როცა ავტოავარიებით საქართელოში თვეში საშუალოდ 40 ადამიანი იღუპება და 650-ზე მეტი სხვადასხვა სახის დაზიანებებს ღებულობს, რატომღაც ქუჩის მეორე ბოლოში ჩინელის დანახვა უფრო დიდ საფრთხედ მიიჩნევა ვიდრე წითელზე გავლა, ღერძულა ხაზის გადაკვეთა, 180 კმ/სთ-ით ან გაუმართავი სამუხრუჭე სისტემით სიარული. ბევრად უფრო მეტი, თვეში საშუალოდ 250 ადამიანი პასიური მოწევისგან გამოწვეული სხვადასხვა დაავადებით კვდება, მაგრამ პანიკის საფუძველი არც ეს ფაქტი გამხდარა.


რამდენადაა შესაძლებელი, რომ საქართველოში კორონავირუსი გავრცელდეს? სიტყვა „გავრცელება“ არამამრთებულია, რადგან ის თავის თავში მასობრივად მოცვას გულისხმობს და ასეთი რამ ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. თუმცა ერთეული შემთხვევების დაფიქსირების ალბათობა შესაძლებელია, მაგრამ მაინც ნაკლებად მოსალოდნელი. თუ ჩინეთის სავაჭრო ბალანსი აშშ-სთან $540 მლრდ-ს აღწევს, იაპონიასთან $330 მლრდ-ს, კორეასთან $267 მლრდს და ბრიტანეთთან $95 მლრდ-ს, საქართველოსთან მიმართებაში ეს მაჩვენებელი $1.1 მლრდ-ზე ნაკლებია.



ის რომ ვირუსი ნამდვილად არსებობს ეს ფაქტია. ასეთ დროს ჩინეთში ვიზიტისგან თავის შეკავება ალბათ ადეკვატური გადაწყვეტილებაა, რაც არ შეიძლება ითქვას ქსენოფობიური განწყობების გაღვივებაზე. 


დღეს არსებული მოცემულობით, საქართველოში არ არსებობს კორონავირუსის ეპიდემიისა და მით უმეტეს პანდემიის საშიშროება. პანიკა გადაჭარბებული, უფრო სწორად კი უსაფუძვლოა!


შეთქმულების თეორიის მიხედვით ვირუსი შეერთებულმა შტატებმა განზრახ გაავრცელა, რომლის მთავარ არგუმენტადაც ტრამპის ჩინეთისადმი დამოკიდებულება სახელდება. ასეთი იდეის ავტორებს ავიწყდებათ, რომ დღევანდელი მსოფლიო აღარ ჰგავს 50 ან თუნდაც 20 წლის წინანდელ მსოფლიოს. ეკონომიკაში ნულოვანი ჯამის წესები აღარ მოქმედებს. პირობითად თუ ერთმა სახელმწიფომ მეორეს $100 აზარალა, პირველი სახელმწიფოს მოგება არც $100 იქნება და არც 0, ის როგორც მინიმუმ $50-ს ან უფრო მეტსაც იზარალებს. წლის დასაწყისიდან დღემდე Dow Jones-ის ინდექსი 2.2%-ით შემცირდა, შანხაის ბირჟის 3.6%-ით. ამავე დროს მცირედი მატება აღინიშნება როგორც Nasdaq-ის ასევე შენჯენის ბირჟებზე.


გლობალიზაციის პერიოდში თვით სავაჭრო ომსაც კი ის შედეგი არ მოუტანია, რასაც ტრამპი გეგმავდა. 2016-2018 წლებში იმპორტი ჩინეთიდან $77 მლრდ-ით $462 მლრდ-დან $539 მლრდ-მდე გაიზარდა, მაშინ როცა ექსპორტი მხოლოდ $5 მლრდ-ით $120 მლრდ-მდე გაიზარდა. შედეგად აშშ-ის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჩინეთთან $347 მლრ-დან $419 მლრდ-მდე გაიზარდა. რასაც აშშ-ის მოქალაქეებისთვის გაძვირებული პროდუქციის ხარჯიც დაემატა.


გასულ წლებში მსოფლიომ შეძლო და დაამარცა ქათმის გრიპი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 40%-ს არ შეხვედრია და მათგან ყოველი მესამე, ჯამში მოსახლეობის 13.3% - 2006 წლის მდგომარეობით 517 000 ადამიანი არ დაღუპულა. მსოფლიომ ასევე დაამარცხა ღორის გრიპი, ზიკასა და ებოლას ვირუსები, იგივე ბედი ელოდება კორონავირუსსაც. 2000 წელს მეორედ მოსვლა არ მომხდარა, არც 2012 წელს განადგურებულა სამყარო. იმავე მიზნის მიღწევას ვერც კორონავირუსი შეძლებს.


 


ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

შავი ჭირის ახალი შემთხვევები - რამდენად რეალურია პანდემიის საფრთხე?


კორონავირუსი ჩინურ ვირუსოლოგიის ინსტიტუტში წარმოიშვა?!


როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ შეიძლება მისგან თავდაცვა?



სხვა სიახლეები