• Ƀ/$

6G – კომპიუტერისა და ტვინის მეტი ინტეგრაცია

3 თებერვალი 10:52 | ტექნოლოგიები

ექსპერტების შეფასებით, 6G ინტერნეტი 5G-ზე ათასჯერ სწრაფი იქნება. მეექვსე თაობის ქსელებში მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ შესაძლოა წამში ერთ ტერაბიტს მიაღწიოს, წერს PhonAndroid.

6G–ს სიჩქარე სიდნეის უნივერსიტეტის დოქტორმა მაჰიარ შირვანიმოგადამმა (Mahyar Shirvanimoghaddam) ამოხსნა. სპეციალისტის პროგნოზით, კავშირგაბმულობის ახალი სტანდარტი კაცობრიობას ტექნოლოგიების ახალ სახეობებს მოუტანს და ტექნიკურ პროგრესში რევოლუციას მოახდენს. კერძოდ, შირვანიმოგადამის აზრით, ახალ სიმაღლეზე ავა ადამიანის ტვინისა და კომპიუტერული ტექნიკის ინტეგრაცია.


სპეციალისტის შეფასებით, მეექვსე თაობის ქსელებში კავშირის სიჩქარემ ტერაბიტს შეიძლება მიაღწიოს, ანუ წამში 8 000 გიგაბიტს. ეს 5G–ს სიჩქარეს დაახლოებით 8 000–ჯერ აღემატება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასეთი სიჩქარის პირობებში ერთ წამში შესაძლებელი იქნება 142–საათიანი მაღალი ხარისხის ვიდეოფაილის ჩამოტვირთვა.


ექსპერტი თავის შეჯამებაში ამბობს, რომ ასეთი მაღალი სიჩქარის მისაღწევად ბევრი წინაღობის თავიდან აცილება გახდება საჭირო. კერძოდ, ინჟინრებს კომპიუტერული არქიტექტურის შეცვლა მოუწევთ. ასევე შესარჩევი იქნება სპეციალური მასალები, რომლებიც გადახურების გარეშე შეძლებენ ასეთი სიჩქარის გატარებას.


2020 წლის დასაწყისისთვის 5G–სთვის არ არსებობს სათანადო გლობალური ინფრასტრუქტურა, მისი კომერციული მიზნებით გამოსაყენებლად. იანვრის მიწურულს გახდა ცნობილი, რომ 6G–ს ინფრასტრუქტურის მოწყობას იაპონია 2030 წლისთვის გეგმავს.


სხვა სიახლეები