• Ƀ/$

რას მოუტანს საქართველოს შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყება?

3 თებერვალი 17:52 | ანალიტიკა

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Heritage Faundation-ის ანგარიშში საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულ;ების გაფორმების საჭიროებაზე საუბრობს.

საქართველომ შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის აპრილში დაამყარა, რასაც თან ახლდა ეკონომიკური ურთიერთობების დაწყება, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებების რამდენიმე მსხვილი პაკეტი. მხოლოდ ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 1997-2018 წლებში $1.59 მლრდ-ს გადააჭარბა.


1995-2019 წლებში 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $6.46 მლრდ-ს მიაღწია. საქართველომ აშშ-ში ექსპორტზე $1.96 მლრდ-ს პროდუქცია გაიტანა და 2.3-ჯერ მეტის $4.51 მლრდ-ის იმპორტი განახორციელა. 25 საანგარიშო წლიდან 2-ჯერ 2010 და 2012 წლებში ექსპორტმა იმპორტს მცირედით გადააჭარბა, დანარჩენ შემთხვევაში ვაჭრობა დეფიციტური იყო.



2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყებას გულისხმობდა.


2018 წლის 1-ლი მაისიდან ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოსა და EFTA-ს - ევროკავსირის არაწევრი 4 სახელმწიფო: ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია ლიხტენშტეინი, შორის.


2018 წლის 1-ლი იანვრიდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთანაც ამოქმედდა.


2019 წლის თებერვლიდან მსგავსი ტიპის ხელშეკრულება ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეუთან ჰონკოგთანაც შევიდა ძალაში.


საქართველო პრაქტიკულად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობს თურქეთთან, უკრაინასთან და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან.


Brexit-ის გამოცხადების შემდეგ ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო ბრიტანეთთან.


მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახები ასევე მიმდინარეობს ინდოეთთა, კორეასთა და იაპონიასთან.


საქართველო ორმხრივი სრული ან ნაწილობრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 40-ზე მეტ სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული, სადაც ჯამში 2.2 მლრდ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, პლანეტის მოსახლეობის 28.5% და სადაც $37.5 ტრლნ-ს ეკონომიკა იწარმოება, მსოფლიო ეკონომიკის 43.5%. თუ ამ ჩამონათვალს აშშ-იც დაემატა საქართველო უკვე $59 ტრლნ-იან ბაზარზე მოხვდება, რაც პლანეტის ეკონომიკის 2/3-ზე მეტია.


რა შედეგს მოიტანს ახალი ხელშეკრულება მისი გაფორმების შემთხვევაში წინასწარ რთული სათქმელია.  თუ 2016-2017 წლებში ჩინეთში ექსპორტი 16%-ით $174მლნ-და, $201 მლნ-მდე გაიზარდა, 2018-2019 წლებში ზრდამ 15% შეადგინა $198 მლნ-დან $228 მლნ-მდე. ანალოგიურად თუ 2010-2014 წლებში ევროკავშირში 102%-იანი ზრდა აღინიშნა - $309 მლნ-დან $624 მლნ-მდე, 2015-2019 წლებში ზრდის ტემპი 28%-მდე $645 მლნ-დან $826 მლნ-მდე გაიზარდა. ცხადია ეს რიცხვები იმას არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულებამ უარყოფითად იმოქმედა, მათ გარეშე ზრდის ტემპი უფრო დაბალი იქნებოდა, უბრალოდ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პანაცეა არ არის და თუ ქვეყანაში სერვისების ან პროდუქციის წარმოება არ გაიზარდა ექსპორტი თავისით ვერ გაიზრდება.


თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებას, ექსპორტის გაიაფების გარდა კიდევ ერთი ბენეფიტი აქვს. მისი მეშვეობით შესაძლებელია წარმოების ერთი ქვეყნიდან, რომელსაც არ აქვს მსგავსი ტიპის ხელშეკრულება, მეორეში გადატანა. თავის დროზე არსებობდა მოლოდინი რომ ამ უპირატესობით სომხეთი ისარგებლებდა რაც არ განხორციელდა.


2019 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $12.834 მლრდ შეადგინა, $3.771 მლრდ ექსპორტი და $9.063 მლრდ იმპორტი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შესაბამისად $5.291 მლრდ სავაჭრო ბრუნვის 41.2% შეადგინა.


 


ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

აშშ-ში უმუშევრობის დონე 50 წლიან მინიმუმზე ნარჩუნდება


აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებამ ამერიკული ბირჟები ახალ რეკორდზე გაიყვანა და კრემლი გააღიზიანა


აშშ–ის ახალი ელჩი საქართველოშია – კელი დეგნანის გამოცდილება ეკონომიკასა და სამხედრო საქმეში



სხვა სიახლეები