• Ƀ/$

ზესახელმწიფოების ეკონომიკური შესაძლებლობები - ჩინეთი სწრაფი ტემპით წინაურდება

4 თებერვალი 14:05 | ანალიტიკა

ზესახელმწიფოებრიობაზე პრეტენზიას სულ 3 ქვეყანა აცხადებს. მათი პოლიტიკური გავლენები, ტექნოლოგიური, სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები კი ერთმანეთისგან განსხვავდება. 

თუ ტერიტორიულ სიდიდესა და მოსახლეობის რაოდენობას არ გავითვალისწინებთ ამჟამად აშშ ყველა პარამეტრით უპირობო ლიდერია. მისი ეკონომიკა $21.4 ტრლნ-ს აღწევს რაც მსოფლიო მშპ-ის 24.8%-ს უდრის. ის თავდაცვაზე წლიურად $750 მლრდ-ს ხარჯავს, რაც მომდევნო 10 სახელმწიფოზე მეტია. კომპანიები, რომელთა კაპიტალიზაციას $1 ტრლნ-ს აღემატება მხოლოდ შტატებშია. კომპიუტერისა თუ სმარტფონების ოპერაციული სისტემებით, საძიებო სისტემებით, საგადახდო ბარათებით... აშშ-ის წილი 80%-ს აჭარბებს. წინასწარი შეფასებით მისი ეკონომიკა 2019 წელს 2.1%-ით გაიზარდა, რაც განვითარებადი სახელმწიფოსთვის კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია, თუმცა აშშ-ის ზომის ეკონომიკისთვის შეიძლება პოზიტიურადაც ჩაითვალოს, თუმცა არა საუკეთესოდ.


2011 წელს ჩინეთის ეკონომიკამ იაპონიის ეკონომიკას გაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, ჯერ კიდევ 2001 წელს ის მე-6 ადგილას იყო, 1991 წელს კი მე-11-ზე. მაშინ ჩინეთს არამხოლოდ აშშ და იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბრიტანეთი, კანადა, ბრაზილია, ესპანეთი და რუსეთიც უსწრებდა. სწრაფი ეკონომიკური ზრდით აღმოსავლურმა დრაკონმა სასწაული მოახდინა და ახლა უკვე პირველობისთვის იბრძვის. მისი $14.3 ტრლნ-იანი ეკონომიკა მსოფლიო მშპ-ის 16.4%-ს შეადგენს, რაც ბოლო 10 წელიწადში გაორმაგებულია, ბოლო 30 წელიწადში კი 9-ჯერაა გაზრდილი, მისი წილი 1989 წელს მხოლოდ 1.8% იყო. 2019 წელს ცინეთის ეკონომიკა 6.1%-ით გაიზარდა, რაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს მაინც 2-ჯერ აღემატება. ბოლო 40 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩინეთი ეტაპობრივად საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა, ქვეყანაში არათუ რეცესია არ დაფიქსირებულა, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც აშშ-ის, ან მსოფლიო საშუალო ზრდის ტემპი მასზე მეტი ყოფილიყოს. ჩინეთი თადაცვაზე $230 მლრდ-ს ხარჯავს, რაც მესამე ადგილზე მყოფ ინდოეთთან შედარებით 3-ჯერ მეტია. მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ჩინეთმა აშშ-ის 2015 წელს გაუსწრო, თუმცა მიმდინარე ფასებში იგივე 2030 წლამდე ვერ მოხერხდება.


მცირედი გამოცოცხლების შემდეგ, 2019 წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი ისევ შემცირდა და 1.3%-იან ნიშნულამდე დავარდა. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში 2%-ზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა - 2.2% მხოლოდ ერთხელ 2018 წელს დაფიქსირდა. მისი $1.68 ტრლნ-აინი ეკონომიკა მსოფლიო მშპ-ს 1.95%-ს უდრის. მისი გავლენები მთლიანად სამხედრო სიძლიერესა და სპეცსამსახურების მუშაობას უკავშირდება. სხვა შემთხვევაში ის ეკონომიკური სიდიდით მე-11 ადგილს სჯერდება და რადგან მშპ-ის ზრდის ტემპით მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტად ჩამორჩება ადვილი შესაძლებელია ეს პოზიციაც მალე დაკარგოს.



ჩინეთის ეკონომიკა რუსეთისას 8.4-ჯერ, ხოლო აშშ-ის 12.6-ჯერ აღემატება და იმ შემთხვევაში თუ ზრდის არსებული ტემპები შენარჩუნდა სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება.


იმ შემთხევევაში თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი უცვლელად შენარჩუნდა, აშშ-ის მშპ-ის გასაორმაგებლად 35 წელი დასჭირდება, ჩინეთს 12, ხოლო რუსეთს 55 წელი.


მსგავს თემაზე:

როდის გაუსწრებს ჩინეთი აშშ-ს?


მსოფლიო ეკონომიკის 50%-ზე მეტს 4 სახელმწიფო აკონტროლებს


ბოლო 40 წელიწადში ჩინეთში ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი 676 მლნ-ით გაიზარდა


შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა


რას მოუტანს საქართველოს შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყება?



სხვა სიახლეები