• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 20 მლნ ლარი ისესხა

4 თებერვალი 13:56 | ფინანსები

4 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 55 600 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.9%-ით, მაქსიმალური- 9.09%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.023%-ით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები