• Ƀ/$

თურქეთი იდლიბში სირიის რეჟიმის წინსვლას არ დაუშვებს

4 თებერვალი 17:45 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ანკარა ასადის ჯარებს იდლიბის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ტერიტორიების დაკავების უფლებას არ მისცემს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა სამშაბათს, 4 თებერვალს განაცხადა.

მანამდე თურქმა ლიდერმა რუსეთს მოუწოდა სირიის სამთავრობო ძალების შესვლას იდლიბში მხარი არ დაუჭიროს, რადგან მათ 8 თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლეს.



უკრაინაში დასრულებული ვიზიტის შემდეგ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თურქეთს, სირიის საკითხზე, რუსეთის წინააღმდეგ წასვლა არ სურს და ანკარასა და მოსკოვს შორის ამ თემაზე კონსტრუქციული საუბრების წარმოების მომხრეა. აქვე მან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს.


დამატებით აღსანიშნავია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები იდლიბში სადამკვირვებლო/თავდაცვით პოზიციებს კვლავ დაიკავებენ.



მსგავს თემაზე:

თურქეთის ხელისუფლება დილემის წინაშე - ლიბია სირიის სანაცვლოდ?!


თურქეთსა და რუსების მიერ მხარდაჭერილ ასადის რეჟიმს შორის ურთიერთობები კრიტიკულია



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი