• Ƀ/$

ნიუ–იორკის საფონდო ბირჟის მფლობელი eBay-ში $30 მლრდს იხდის

5 თებერვალი 10:49 | კომპანიები

ნიუ–იორკის საფონდო ბირჟის მფლობელი კომპანია Intercontinental Exchange (ICE) გლობალური ინტერნეტ–პლატფორმის eBay ყიდვას აპირებს. გარიგების მოცულობამ, შესაძლოა, $30 მლრდს მიაღწიოს.

ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal წერს.


ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, ICE–ს დიდი ხანია, ასეთი გეგმა აქვს და არაერთხელ გამოუთქვამს eBay-ს შეძენის სურვილი. ბირჟის მფლობელს ღირებული აქტივის – საცალო ვაჭრობის ონლაინ პლატფორმის ყიდვა სურს. eBay-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამ მომენტისთვის $28 მლრდს შეადგენს. გამოცემის წყარო ამბობს, რომ ICE მზადაა $2 მლრდით მეტი გადაიხადოს.


სტატიის თანახმად, მხარეებს ჯერ არ დაუწყიათ ოფიციალური  მოლაპარაკებები. eBay-ს ხელმძღვანელობა მიღებულ წინადადებას სწავლობს, თუმცა თანხმობის გარანტიას არ იძლევა.


ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სამშაბათს, eBay-ს აქციების ფასი ნიუ–იორკის საფონდო ბირჟაზე $34,39–დან $38,73–მდე ავარდა. ამ მომენტისთვის აქციის ფასი $37,14–ს შეადგენს.


სხვა სიახლეები