• Ƀ/$

ბრიტანეთში შიდაწვისძრავიანი ავტომობილები 2035 წლიდან აღარ გაიყიდება

5 თებერვალი 12:44 | ტექნოლოგიები

ბრიტანეთი შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას აჩქარებს. ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების, აგრეთვე ჰიბრიდების რეალიზაცია 2040 წლის ნაცვლად 2035 წელს აიკრძალება. 

ამ დროისათვის არსებული გეგმის თანახმად ბრიტანეთში შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გადაადგილება 2050 წლიდან იკრძალება. ტემპი არც თუ ისე სახარბიელოა. მთელი რიგი ევროპულ ქვეყნები გაყიდვების აკრძალვას 2030 წლიდან, გადაადგილებას კი 2040 წლიდან აპირებენ. ნორვეგია უფრო შორს წავიდა და ის რეალიზაციას 2025 წლიდან აკრძალავს.


შოტლანდიაში გამართულ სამიტზე, პრემიერმა ბორის ჯონსონმა 2020 წელს „პლანეტის კლიმატის განმსაზღვრელი წელი“ უწოდა. მისივე თქმით აკრძალვის თარიღმა შესაძლოა კიდევ გადმოიწიოს.


კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ბრიტანეთში მხოლოდ ელექტრო და წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილები გაიყიდება.


ვადის დაჩქარების მთავარ მიზეზად, საბოლოო აკრძალვის აღსრულების გამარტივება დასახელდა. ლონდონში შიშიბდნენ, რომ თუ გაყიდვები 2040 წლამდე დაშვებული იქნებოდა, 2050 წლისთვის 10 წლის ასაკის მაქნანებს ყველა ვერ შეელეოდა.


2018 წლისგან განსხვავებით ელექტრომობილებისთვის 2019 წელი არც თუ ისე შედეგიანი აღმოჩნდა და 57%-იანი ზრდის შემდეგ ტემპი 5%-მდე შემცირდა, რაც ძირითადად ინოვაციურობის ნაკლებობას უკავშირდება, სუპერსწრაფდამეტი რომელიც ელექტრომობილს 5 წუთში დამუხტავს ჯერ კიდევ არ გამოჩენილა ბაზარზე, ჩვეულებრივი სწრაფდამტენი კი რომლის სისტემატურად გამოყენება დაუშვებელია ელექტრომობილს 30 წუთში ტენის, სტანდარტული კი 6-8 საათში. ამის მიუხეადავად სამომავლო პროგნოზი მაინც პოზიტიურია.


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა უახლოესი პროგნოზი დამაიმედებელია


ნორვეგიაში ყოველი გაყიდული 100 ავტომობილიდან 56 ელექტრომობილია



სხვა სიახლეები