• Ƀ/$

ჯეფ ბეზოსმა აქციები გაყიდა

6 თებერვალი 11:31 | კომპანიები

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა $1,74 მლრდ-ის ღირებულების აქციები გაყიდა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას Forbes, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.


როგორც ცნობილია, გარიგებები 31 იანვარსა და 3 თებერვალს განხორციელდა. მილიარდერი გადასახადების გადახდის შემდეგ, აღნიშნული შემოსავლიდან $1,3 მლრდ-ს მიიღებს.


გამოცემის ცნობით, აქციების გაყიდვის მიზეზები უცნობია.


მსგავს თემაზე:

ჯეფ ბეზოსმა 15 წუთში $13 მლრდ გამოიმუშავა



სხვა სიახლეები