• Ƀ/$

SONY-ის 785 ინჩიან 16K გარჩევადობის ტელევიზორში ადამიანი ნატურალურ ზომაზე 3-ჯერ დიდი ჩანს

8 თებერვალი 13:05 | ტექნოლოგიები

4K ტელევიზორი ფილმების ყურებისთვის უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას იძლევა, თუმცა ამ ფორმატში ძალიან მცირე ტელევიზია მაუწყებლობს, 8K ხარისხში ფილმებიც იშვიათია, მაგრამ SONY უფრო შორს წავიდა და 16K ტელევიზორი წარადგინა. 

ტელევიზორი გარჩევადობასთან ერთად თავისი გასაოცარი ზომითაც გამოირჩევა 19.2X5.4მ, რაც მის დიაგონალს 19.94 მეტრის სიგრძისად, ანუ 785 ინჩის მქონედ აქცევს. შეფასება: „ადამიანი ნატურალური ზომით ჩანს“ უდაოდ დამაკნინებელია, რადგან მასში ადამიანი რეალურზე 3-ჯერ მაღალი შეიძლება გამოჩნდეს. ხმელეთზე მოსიარულე ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი - აფრიკული სპილო ნატურალურზე 1.5-ჯერ დიდი გამოჩნდება, ჟირაფს თავის დახრა არ დასჭირდება, უდიდეს მახრჩობელა გველს მოკეცვა. ერთადერთი მხოლოდ 170 ტონიანი ლურჯი ვეშაპი "დაიჩაგრება," რადგან მისი სიგრძე 30 მეტრია.


ყველა სხვა თავისებურებასთან ერთად ის არაპროპორციულიცაა. თანამედროვე ტელევიზორების უმრავლესობის სიგრძე-სიგანის თანაფარდობაა 16X9-სთან, SONY-მ თავის ტელევიზორი ზუსტად 2-ჯერ დააგრძელა და 32X9 თანაფარდობა მიიღო.


მისი ეკრანის ფართობი 103.68 კვადრატული მეტრია, ამ ზომის ბინების ფასი თბილისში $60 000-დან იწყება. ამ ზომის ეკრანიდან 130 სტანდარტული 49 ინჩიანი ტელევიზორი გამოიჭრებოდა.


ასეთი ზომის მონოლითური ეკრანის წარმოება ჯერჯერობით SONY-ისთვისაც შეუძლებელია, რეალურად ის რამდენიმე ეკრანისგან აწყობილი ერთი დიდი მონიტორია, თუმცა ჩართულ მდგომარეობაში კიდეების დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია.


SONY-ის 16K ტელევიზორის გარჩევადობა (15360X8640) 8K ტელევიზორისას 4-ჯერ, 4K ტელევიზორისას 16-ჯერ, ხოლო Full HD-ისას 64-ჯერ აღემატება, თუმცა რამდენად აღიქმავს თვალი ასეთ მაღალ ხარისხს ეს უკვე საკამათოა, უბრალოდ ის შორი მანძილიდანაც კარგად ჩანს და წერტილები არ მიახლოებისას იკვეთება.


ამ ტელევიზორის მთავარი ნაკლი მისი ხელმიუწვდომელობაა. ის არ ღირს არც 1 და არც 10 მლნ, ის უბრალოდ არ იყიდება, ტელევიზორი სპეციალურად იაპონური კოსმეტიკური ცენტრის Shiseido-ს გამოფენისთვის შეიქმნა.


SONY-ის ეკრანი Crystal LED ტიპისაა, რაც ძალიან ჰგავს Samsung-ის ინოვაციურ MicroLED-ს. როცა ეს ტელევიზორი გაყიდვაში ჩაეშვება რა იქნება მისი ფასი ძნელი სათქმელია. მასზე ბევრად პატარა LG-ის 88 ინჩიანი OLED ტელევიზორის ფასი $30 000-ს აღწევს.


მსგავს თემაზე:

პირველი 4K გარჩევადობის პროექტორი, 150 ინჩის ზომის გამოსახულებით


SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MicroLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


Samsung Galaxy S20 Ultra-ს 16GB ოპერატიული მეხსიერება ექნება



სხვა სიახლეები