• Ƀ/$

200 კგ-მდე მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა

7 თებერვალი 14:56 | ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, №430 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების  მიხედვით, 140 კგ-დან 200 კგ-მდე გაიზარდა საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა.

შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე,  თუმცა ამ შემთხვევაში,   ექსპორტიორი ვალდებულია  წარადგინოს   საქონლის  ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს   მსხვილფეხა საქონლის სულადობის გაზრდას და  სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობას, რაც  დამატებითი ღირებულების ადგილზე შექმნას და   მეცხოველეობისა და გადამამუშავებელ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.


მსგავს თემაზე:

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები 40 მლნ ლარით დაფინანსდება



სხვა სიახლეები