• Ƀ/$

სურსათის ფასების ინდექსი 11.3%-ით გაიზარდა

7 თებერვალი 17:56 | ეკონომიკა

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს გასული იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა. 

ფასების ზრდა განპირობებული იყო მცენარეულ ზეთზე, შაქარს და მარცვლეულზე მოთხოვნის ზრდით. 


პალმის, სოიოსა და მზესუმზირის ზეთზე ფასების ზრდის შედეგად იანვარში, მცენარეულ ზეთზე ფასების 7%-იანი ზრდა და ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა. ფასების ზრდაზე გავლენა იქონია, კორონა ვირუსის გამო საერთაშორისო ვაჭრობაში, კერძოდ კი ინდოეთსა და მალაიზიას შორის გაჩენილმა სირთულეებმა.  


5.5%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსიც, რისი მთავარი მიზეზი პროდუქტის ექსპორტიორ ქვეყნებში შაქრის დაგეგმილზე ნაკლები წარმოება იყო. ამავდროულად, ზრდაზე გავლენა იქონია: ბრაზილიაში, შაქრის მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში, ადგილობრივი რეალის გაუფასურებამ და შაქრის ლერწმის ტექნიკურ, კერძოდ კი ეთანოლის მისაღებად გამოყენება.  


სამომხმარებლო კალათის სხვა პროდუქტებთან შედარებით, იანვრის თვეში 4%-ით შემცირდა ხორცის ფასების ინდექსი, რომელმაც ბოლო 11 თვის მანძილზე პირველად აჩვენა კლების ტენდენცია. ფასის კლების მთავარი მიზეზი ჩინეთის მხრიდან შემცირებული იმპორტი და აღმოსავლეთის ქვეყნებში საქონლისა და ღორის ხორცის მაღალი მარაგები იყო. 


2.9%-ით გაიზარდა FAO-ს მარცვლეულის ფასებიც. იანვრის თვეში ყველაზე მაღალი ფასი, ხორბალზე დაფიქსირდა რასაც რიგითობით მოყვა სიმინდი და  ბრინჯი. ფასების ზრდის მიზეზი, რიგ ქვეყნებში აღნიშნულ მარცვლეულზე გაზრდილი მოთხოვნა წარმოადგენდა.


0.9%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც ყველზე, კარაქსა და აღდგენილ რძეზე გაზრდილი მოთხოვნით იყო ნაკარნახები.


მსგავს თემაზე:

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 5 წლიან მაქსიმუმზეა



სხვა სიახლეები