• Ƀ/$

ვებგვერდების რაოდენობა ბოლო 25 წელიწადში 570 000-ჯერ გაიზრდა

10 თებერვალი 12:23 | ტექნოლოგიები

დომენი WWW 1991 წელს შეიქმნა და მას შემდეგ საიტების რაოდენობამ 1.7 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც 25 წლის წინანდელ მაჩვენებელს 57 მლნ პროცენტით აღემატება. 

მართალია ინტერნეტი ჯერ კიდევ 1969 წელს გაჩნდა, მაგრამ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის მხოლოდ სამხედრო პირებისა და სამეცნიერო ჯგუფის მცირე ნაწილისთვის იყო ხელმისაწვდომი. ყველაფერი 1991 წლიდან შეიცვალა, როდესაც ცერნის ლაბორატორიაში მომუშავე ბრიტანელმა მკვლევარმა ტიმ ბერნანდს ლიმ მსოფლიოს დომენი WWW აჩუქა. XXI საუკუნის 10-იან წლებში ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობამ პლანეტის მოსახლეობის ნახევარს გადააჭარბა.


თუ 1991 წელს მხოლოდ 1 საიტი არსებობდა, 1992 წელს რაოდენობა 10-მდე, 1993 წელს 130, 1994 წელს კი 3000. ამის შემდეგ ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და ბოლო 25 წელიწადში საიტების რაოდენობა 570 000-ჯერ ანუ 57 მლნ პროცენტით გაიზარდა.



თუ ჯერ კიდევ 10 წლის წინ ინტერნეტი ავტომატურად კომპიუტერთან ასოცირდებოდა, დღეს სმარტფონის მომხმარებელთა რაოდენობა კომპიუტერის მომხმარებელთა რაოდენობას აჭარბებს. სმარტფონის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ რაც 5G ინტერნეტი მსოფლიო მასშტაბით სრულფასოვნად ამოქმედდება. 


მსგავს თემაზე:

5G ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 5 წელიწადში 16 000%-ით გაიზრდება


5G ინტერნეტის ინდუსტრიაში ჩინეთი წინაურდება


რას შეცვლის 5G ინტერნეტი? - გზა გამოქვაბულის ნახატებიდან ციფრულ მომავლამდე


SpaceX ორბიტაზე კიდევ 60 ინტერნეტ–თანამგზავრს გაიყვანს


2011-2019 წლებში მსოფლიო მასშტაბით 10.9 მლრდ სმარტფონი გაიყიდა



სხვა სიახლეები