• Ƀ/$

Samsung-მა ოსკარის ცერემონიალზე ახალი, დასაკეცი სმარტფონი წარადგინა

10 თებერვალი 12:20 | ტექნოლოგიები

Samsung-მა ორშაბათს, გამთენიისას მიმდინარე ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე ახალი, დასაკეცი ტელეფონის რეკლამა წარადგინა. 

მოკლე რეკლამირებისას სმარტფონის დასახელება არ გაჟღერებულა, მაგრამ არაოფიციალურ დონეზე არსებობს ვარაუდი, რომ ტელეფონს "Galaxy Z Flip" ეწოდება. კომპანია ახალი მოწყობილობის შესახებ დამატებით დეტალებს 11 თებერვალს გასამართ ღონისძიებაზე გააჟღერებს, სადაც დამატებით ახალი პრემიუმ კლასის ფლაგმალური სმარტფონის პრეზენტაციაც გაიმართება.


Samsung-ს სოციალურ მედიაში რეკლამა ოფიციალურად ჯერჯერობით არ აუტვირთავს, მაგრამ Business Insider-მა პროდუქტის ეკრანული კადრების მოპოვება შეძლო.


დასაკეც სმარტფონს ე.წ. clamshell დიზაინი ექნება, ისევე, როგორც ახალ Motorola Razr-ს. პირველადი შეხედულებით უკანა მხარეს ორმაგი ობიექტივის მქონე კამერის სისტემა და მის გვერდით ექსტერიერზე პატარა „touch-sensitive“ ეკრანი ექნება, სწრაფი შეტყობინებების და მოკლე ინფორმაციების მისაღებად.


მოკლე რეკლამაში ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია გამოიყენოს მომხმარებელმა პატარა ეკრანი, ნებისმიერი ზარის საპასუხოდ.


მსგავს თემაზე:

ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონები დაასახელეს


Apple iPhone 9-ის გამოსაშვებად ემზადება?


2011-2019 წლებში მსოფლიო მასშტაბით 10.9 მლრდ სმარტფონი გაიყიდა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი