• Ƀ/$

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა შესაძლოა 1 მლნ-ს გადააჭარბოს

10 თებერვალი 15:05 | ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტში 2020 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 43%-ით გაიზარდა და 79 759-ს მიაღწია. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში აეროპორტი პირველად თავის არსებობის ისტორიაში, წლიურად 1 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურება. 

ქუთაისის აეროპორტის აშენების უმთვრეს მიზანს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და იაფი ავიარეისები წარმოადგენდა, რაც თბილისსა და ბათუმში TAV Georgia-სთან დადებული ხელშეკრულების გამო - $24-იანი მოსაკრებელი მგზავრზე, შეუძლებელი იყო. $24-ად და ზოგ შემთხვევაში უფრო დაბალ ფასად ქუთაისიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოხვედრაა შესაძლებელი.


თუ თბილისის აეროპორტში 2016-2019 წლებში მგზავრთნაკადი 64%-ით გაიზარდა, ბათუმის აეროპორტში კი 100%-ით, იმავე პერიოდში ქუთაისის აეროპორტმა 222%-იანი ზრდა აჩვენა. თუ 2016 წელს ქუთაისის აეროპორტი მგზავთნაკადით ბათუმის აეროპორტის 87%-ს უდრიდა 2019 წელს პირველად 4%-ით გუსწრო. 



ზრდის ტემპის უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში 2020 წელს ქუთაისის აეროპოტი 1.25 მლნ მგზავრს მოემსახურება.


ამჟამად აეროპორტის ახალი 7 გასასვლელიანი ტერმინალის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მგზავრთა გამტარუნარიანობას 4-ჯერ საათში 1200-მდე გაზრდის. ტერმინალის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.


მსგავს თემაზე:

ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება


საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3%-ით შემცირდა



სხვა სიახლეები