• Ƀ/$

ნავთობის ვარდნა გრძელდება

10 თებერვალი 15:48 | ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი კვლავ ვარდნაშია, რასაც ანალიტიკოსები ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების შედეგად ამ სახეობის საწვავზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინს უკავშირებენ.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე ორშაბათის სავაჭრო სესიაზე, აპრილში მიწოდების პირობით, 0,75%–ით არის შემცირებული და ბარელი $54,06 ღირს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, მარტში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟეზე 0,74%–ით შემცირდა და ბარელის ფასი $49,95–ს შეადგენს.


ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, წლის დასაწყისიდან ნავთობმა 18% დაკარგა. ვირუსის გავრცელება პრობლემებს ქმნის ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ტვირთბრუნვა.


მსგავს თემაზე:

როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ შეიძლება მისგან თავდაცვა?


რატომ არის კორონავირუსით გამოწვეული პანიკა უსაფუძვლო?


"ყველაფერი, რისიც ინვესტორებს ეშინოდათ" -კორონავირუსმა ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა



სხვა სიახლეები