• Ƀ/$

თურქულ-რუსული შეხვედრის მეორე რაუნდის პარალელურად თურქი სამხედროები დაიღუპნენ

10 თებერვალი 17:07 | მედია ბიზნესისთვის - M2B

შაბათ-კვირის სესიების შემდეგ, თურქული და რუსული დელეგაციები ორშაბათს, 10 თებერვალს მეორედ შეხვედრას გამართავენ დედაქალაქ ანკარაში.

დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები სირიის იდლიბის დემილიტარიზაციის ზონაში ვითარების ესკალაციის საკითხს განიხილავენ.


შაბათს, 8 თებერვალს შემდგარი 3 საათიანი შეხვედრის დროს მხარეებმა ომით დაზარალებულ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე იმსჯელეს.


თურქულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი და მასთან ერთად მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს, გენ-შტაბის და დაზვერვის სამსახურის (MiT) წარმომადგენლები.


რუსულ მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი ვერშინინი და სირიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ლავრენტიევი - მათ თან ახლდნენ თავდაცვისა და დაზვერვის წარმომადგენლები.


2018 წლის სექტემბერში ანკარა და მოსკოვი იდლიბის დეესკალაციის ზონის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ, რომელიც რეალურად ვერ ხორციელდება.


უკანასკნელი ცნობებით, იდლიბის სიახლოვეს მდებარე თაფთანაზის აეროპორტის საჰაერო დაბომბვებს 5 თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ 5 დაშავდა.


ზემოხსენებულ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქართან შეხვედრას გამართავს.


 


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი