• Ƀ/$

ბილ გეითსმა ეკოლოგურ იახტაში $644 მლნ გადაიხადა

10 თებერვალი 17:38 | კომპანიები

კომპანია Microsoft–ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა იახტაში Sinot Aqua, რომელიც წყალბადზე მუშაობს, $644 მლნ გადაიხადა.

ამის შესახებ გამოცემა Mashable წერს.


112–მეტიან იახტას ხუთი გემბანი აქვს, სადაც ეკიპაჟის 31 წევრისა და 14 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი. ხომალდზე პანორამული აუზიცაა, ასევე დასასვენებელი ზონა, კინოთეატრი, სპა–ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, სილამაზის სალონი, ვერტმფრენი და სხვ.


ეს იახტა პირველია, რომელიც მხოლოდ წყალბადზე მუშაობს, რაც მის ეკოუსაფრთხოებას განაპირობებს. იახტას ერთი გამართვით 6500 კმ–ის გავლა შეუძლია და მისი მაქსიმალური სიჩქარეა 31 კმ/სთ.


სხვა სიახლეები