• Ƀ/$

აშშ-ის კონტრდაზვერვა მთავარ საფრთხეებს ასახელებს

11 თებერვალი 11:16 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ-ის კონტრდაზვერვის 2020-2022 წლების ახალმა სტრატეგიამ ძირითადი საფრთხეები გამოავლინა. დოკუმენტს კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრი (The National Counterintelligence and Security Center – NCSC) აქვეყნებს.

„იზრდება იმ სუბიექტთა რაოდენობა, რომლებსაც შეერთებული შტატები მიზანში ჰყავთ ამოღებული. რუსეთი და ჩინეთი მთელ მსოფლიოში მოქმედებენ, იყენებენ ეროვნული ძალის ყველა ინსტრუმენტს აშშ-ის წინააღმდეგ და აქვთ თანამედროვე სადაზვერვო შესაძლებლობების ფართო სპექტრი“, - აღნიშნულია სტრატეგიაში.


სხვა საფრთხეებად აღნიშნულია კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ლიბანის პრო-ირანული „ჰეზბოლა“, ტერორისტული ორგანიზაციები - „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-ყაიდა“, ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები და ა.შ.


დამატებით, ერთი დღით ადრე თეთრმა სახლმა 2021 წლის ფინანსური წლის ბიუჯეტი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ საფრთხეებად რუსეთი და ჩინეთია მითითებული.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი