• Ƀ/$

NASA ახალი მთვარემავალის შექმნაში დახმარებას ავტომწარმოებლებს სთხოვს

11 თებერვალი 12:55 | ტექნოლოგიები

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) რამდენიმე საავტომობილო კომპანიას ახალი ტიპის მთვარემავალის შექმნის სამუშაოებში ჩართვას სთხოვს.

ახალი ტიპის მოწყობილობა NASA-ს კოსმოსური პროგრამა „არტემიდას“, ნაწილად აღიქმება, რომელიც მთავარეზე ადამიანის დაბრუნებას ითვალისწინებს. მისი მიზანი დედამიწის თანამგზავრზე „პირველი ქალის და მეორე მამაკაცის“ გაგზავნაა.


პროგრამა „არტემიდა“ სხვა პლანეტაზე (მარსზე) დასახლების საწყისი/საცდელი ეტაპია, რომლის საბოლოო მიზანი „წითელ პლანეტაზე“ ადამიანის ჩასვლა იქნება. ამ მიმართულებით მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვნად წაადგება საბოლოო მიზანს.


NASA-ს კონცეფციის მიხედვით, ახალ მთვარემავალს უნდა ჰქონდეს ღია ტიპის(არაიზოლირებული) სალონი და მისი გარე/შიდა თანამედროვე აღჭურვილობა ძირითადად ასტრონავტმა მართოს.


აქვე აღსანიშნავია, რომ მთავარემავალს ავტომატური ტიპის მოწყობილობებიც ექნება, რომელიც რთულად მისადგომ ადგილებში იქნება გამოყენებული.


სხვა სიახლეები