• Ƀ/$

ავტომობილის გასაღების ნაცვლად Apple-ის პროდუქტის გამოყენება იქნება შესაძლებელი

11 თებერვალი 13:54 | ტექნოლოგიები

iphone-ის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა დამატებით „საინტერესო ფუნქციას“ შეიცავს, რომელიც თანამედროვე, მაღალი დონის ავტომობილების მფლობელებისთვის არის სასარგებლო.

სმარტოფნის გამოყენება მანქანის გასაღების ნაცვლად არის შესაძლებელი. კომპანია Apple-მ დეველოპერებისთვის ახალი iOS 13.4 ბეტა ვერსია გამოუშვა, რომელშიც 9to5Mac-ის პორტალის ექსპერტებმა ახალი ფუნქცია, სახელწოდებით CarKey აღმოაჩინეს.


პროგრამა საშუალებას იძლევა iPhone ან Apple Watch ავტომობილის გასაღებად იქნას გამოყენებული. CarKey- ის გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია გახსნას, ჩაკეტოს ან დაქოქოს მანქანა. ფუნქცია მოქმედებს იმ ტიპის ავტომობილებზე, რომლებსაც ე.წ. NFC ჩიპი აქვთ ჩამონტაჟებული და სმარტფონი მის სიახლოვეს უნდა იყოს.


ტელეფონის ავტომობილთან დაკავშირება ე.წ. Wallet-ის აპლიკაციით არის შესაძლებელი, რის შემდეგაც CarKey ფუნქციის დამატება სინქრონიზირებულ Apple Watch-ზეც  ხდება.


აქვე აღსანიშნავია, რომ CarKey-ით ავტომობილზე წვდომა „Wallet”-ის გამოყენებით სხვა ადამიანებთან, მაგალითად ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან გაზიარდეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება iOS 13.4-ის კომერციულ გამოშვება.


მსგავს თემაზე:

NASA ახალი მთვარემავალის შექმნაში დახმარებას ავტომწარმოებლებს სთხოვს



სხვა სიახლეები