• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 50 მლნ ისესხა

11 თებერვალი 15:35 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2020 წლის 11 თებერვალს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 129 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.840 პროცენტით, მაქსიმალური 8.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.890 პროცენტით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები