• Ƀ/$

ნატო იდლიბში მიმდინარე ოპერაციას ეხმაურება

11 თებერვალი 15:58 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთისა და სირიის ხელისუფლებებს მოუწოდებს შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები სირიაში, იდლიბის პროვინციაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ასადს და რუსეთს, რადგან ეს უკანასკნელი სირიის რეჟიმს უჭერს მხარს, შეაჩერონ თავდასხმები, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს და სრულად შეუწყონ ხელი გაეროს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით ნატო იდლიბში შექმნილი მდგომარეობით შეშფოთებულია და გმობს სირიის სამთავრობო ძალების შეტევით ოპერაციებს.


აქვე აღსანიშნავია, რომ იდლიბის აღმოსავლეთში, ადგილობრივმა მეამბოხეებმა სირიის არმიის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. დამატებით, ოპოზიციურმა ძალებმა იდლიბში მდებარე სარაქიბის რაიონში ასადის ძალების 10 მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს.


ერდოღანი: „ასადის ძალებმა იდლიბში ღირსეული პასუხი მიიღეს“


„იდლიბის დემილიტარიზაციის ზონაში თურქი სამხედროების დაღუპვის გამო ანკარამ დამასკოს „მაღალი ფასი გადაახდევინა“ და აღნიშნული კვლავ ასე გაგრძელდება. საპასუხო ნაბიჯები კვლავ განხორციელდება. შემდგომი გეგმების შესახებ ინფორმაციას ხვალ გავაჟღერებ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 

სხვა სიახლეები

ექსკლუზივი