• Ƀ/$

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

11 თებერვალი 16:41 | ფინანსები

შეერთებული შტატების საელჩო, არჩევნების ჩატარების წესისა და გიგი უგულავას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. საელჩო უგულავას დაპატიმრების გამო წუხილს გამოთქვამს და მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

"აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს. აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.


დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად." - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

მსგავს თემაზე:

გიორგი კვირიკაშვილი: უგულავას დაპატიმრება მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებაა



სხვა სიახლეები