• Ƀ/$

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

11 თებერვალი 19:16 | ეკონომიკა

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.  აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. 

პროექტს, მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ვადად 27 თვეა განსაზღვრული.


წინადადებების ელექტრონულად მიღება 21 მარტს დაიწყება და 25 მარტს დასრულდება.ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გავა რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.


პროექტის ფარგლებში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.


ამ დროისთვის, პირველ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა გაიხსნება.


მსგავს თემაზე:

რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთები ეტაპობრივად 2021-2022 წლებში დასრულდება


რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო მონაკვეთზე ხელშეკრულება გაფორმდა



სხვა სიახლეები