• Ƀ/$

სოორონბაი ჟეენბეკოვი: "ყაზახეთი „ევრაზიული კავშირის“ შეთანხმებას არღვევს"

12 თებერვალი 12:09 | ეკონომიკა

ყაზახეთი „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ პრინციპებს არღვევს. აღნიშნულის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მდგრადი განვითარების საბჭოსთან არსებულ მრეწველობისა და საწარმოთა განვითარების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ყაზახეთის ხელისუფლებამ კორუფციას გაუხსნა გზა. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები გზის გასწვრივ დგანან და გარკვეული თანხის მოთხოვნის საფუძველზე მძიმე სატვირთო ავტომობილებს აჩერებენ. საერთო ჯამში ტვირთს 6 დღე აფერხებენ“, - აღნიშნული საჩივრებით მიმართეს მძღოლებმა ყირგიზეთის პრეზიდენტს.


ვიცე-პრემიერის ერკინ ასრანდიევის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე ყაზახეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


„ჩვენ ამ საკითხს გავივლით. მძღოლების თქმით, იმ ტვირთბის უმეტესობა, რომელიც საბოლოოდ რუსეთში უნდა ჩავიდეს, ყაზახეთში რჩება. გარდა ამისა, დეკლარაციებში არასწორადაა მითითებული საქონლის ფასები. ამ თემას მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე განვიხილავთ“, - განაცხადა ასრანდიევმა.


პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის თქმით, „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ პარტნიორებმა ამ გაერთიანების პრინციპები უნდა დაიცვან.


„კავშირის ოთხი ძირითადი პრინციპიდან ერთ-ერთი საქონლის თავისუფალი გადაადგილებაა. რა დასამალია, რომ მეზობლები ამ შეთანხმებას არღვევენ. უფრო მეტიც, ეს ჩვეულებად იქცა. ასე იყო შარშანაც. როგორ უნდა მოვიქცეთ? ჩვენი საქონელი უნდა შევიდეს „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზარზე. სწორედ ამიტომ გავწევრიანდით გაერთიანებაში“, - დაასრულა ჟეენბეკოვმა.


მსგავს თემაზე:

ირანმა ევრაზიულ კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა


სომხეთის ამბიციები "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" ბიუროკრატიული პრობლემების წინააღმდეგ


უზბეკეთი ევრაზიულ კავშირში შედის



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი