• Ƀ/$

კორონავირუსის გავლენა გლობალური ეკონომიკის ზრდაზე ციფრებში

12 თებერვალი 15:30 | ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს S&P (Global Ratings) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ  კორონავირუსის გავრცელებამ გლობალური ეკონომიკის ზრდა შესაძლოა 0,3%-ული პუნქტით შეანელოს. 

ექსპერტების აზრით, ”ძირითადი ეკონომიკური დარტყმა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს მიადგებათ, ხოლო აშშ-სა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის მინიმალური შენელება მოხდება.


S&P- ის თანახმად, კორონავირუსის ნეგატიური ეფექტი ტურიზმის, დისტრიბუციის, საავტომობილო და ტექნოლოგიურ სექტორებში ყველაზე მეტად გამოიხატება. 


მანამდე, კაპიტალის ეკონომიკის ექსპერტების პროგნოზით, ჩინეთის სასიკვდილო კორონავირუსის შემდგომი გავრცელება მსოფლიო ეკონომიკას 280 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდებოდა. 2020 წლის პირველ სამ თვეში კი მსოფლიო მშპ-ს უწყვეტ ზრდას ბოლო მოეღებოდა.


Capital Economics-ის ეკონომისტის საიმონ მაკადამის განცხადებით, ”პირველად 2009 წლიდან, გლობალური მშპ არ გაიზრდება წინა კვარტალთან შედარებით”.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად აღიარა, რომელის ოფიციალური დაასახელა COVID-2019-ია. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 44,6 ათასს გადააჭარბა, 1113 ადამიანი კი გარდაიცვალა.


სხვა სიახლეები