• Ƀ/$

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

12 თებერვალი 17:13 | ფინანსები

12 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8686 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8698 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1317 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1330 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა.  


გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4745 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.7237 ლარი ეღირება.                                            


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 თებერვლიდან  შევა ძალაში.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი