• Ƀ/$

დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000-დან 15 000 ლარამდე გაიზრდება

12 თებერვალი 18:38 | მედია ბიზნესისთვის - M2B

„საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2 მლრდ ლარს აჭარბებს. წელს 1-ლი ივლისიდან  კი დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000-დან  15 000 ლარამდე გაიზრდება“ განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ. 

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა   საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია. „2017 წლამდე, დეპოზიტების შესახებ კანონის მიღებამდე,  საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო არ არსებობდა. დღეს კი უკვე 2 მილიარდ ლარს აჭარბებს  დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელ ოთარ ძიძიკაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტატისტიკურ მონაცემებს და წლების განმავლობაში დეპოზიტების დაზღვევის მზარდ ტრენდს.  მთავარი აქცენტი, გაკეთდა დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებზე,  მათ შორის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარის გაზრდაზე. ირაკლი კოვზანაძე სააგენტოს,  ამჯერადაც  პარლამენტიდან სრულ მხარდაჭერას დაპირდა.


მსგავს თემაზე:

დეპოზიტების მოცულობამ 26 მლრდ ლარს გადააჭარბა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი