• Ƀ/$

თბილისის უბნების ნაწილს 13 თებერვალს ელექტრომამარაგება შეეზღუდება

12 თებერვალი 18:55 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 13 თებერვალს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კონკრეტული უბნების ჩამონათვალს და დეტალურ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები


ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, ჟვანიას, ლესია უკრაინკას, ბესიკის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და ჩიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას და შინდისის მაცხოვრებლებს.


გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.


გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ნაძალადევის რაიონი


გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ლიკანის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ცოტნე დადიანის, ჩაქვის, წიკლაურის, ჯანელიძის, თოფურიძის, არალეთის, მექანიზაციის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, შეშელიძის, თემქის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვლის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონას დასახლების, ერწოს და ქვიშხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას და ნათაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


სამგორის რაიონი


გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.


ვაკის რაიონი


გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.


საბურთალოს რაიონი


გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი