• Ƀ/$

ქუთაისის სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა

13 თებერვალი 11:27 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში ბუნებრივი გაზის შეწყვეტის გამო, სასწავლო პროცესი შეჩერდა.

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვების უსაფრთხოების გამო სწავლა ერთი დღით შეწყდა. სწავლა სავარაუდოდ, ხვალ აღდგება. სოკარ გაზის გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო ქალაქის თითქმის 60%-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება 12 თებერვალს აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, 13 თებერვლას დასრულდება.


მსგავს თემაზე:

ქუთაისში 44 500 აბონენტი ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი