• Ƀ/$

WhatsApp-ს უკვე 2 მლრდ. მომხმარებელი ჰყავს

13 თებერვალი 13:50 | ტექნოლოგიები

WhatsApp-ის აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობამ 2 მლრდ-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს, 12 თებერვალს, მესენჯერის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ახალი ამბავი - დღესდღეობით მსოფლიოში 2 მლრდ. ადამიანი იყენებს WhatsApp-ს“, - ნათქვამია განცხადებაში.


აქვე მესენჯერის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ გაგზავნილი-მიღებული ინფორმაციების დაცვას და მონაცემთა დაშიფვრას.


„კიდევ უფრო განახლებული დაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების წამყვან ექსპერტებთან, ვიყენებთ უახლეს ინდუსტრიულ ტექნოლოგიებს, რათა არ მოხდეს აპლიკაციის ბოროტად გამოყენება. გარდა ამისა, კონკრეტული პრობლემის შესახებ ინფორმაციის გაცხადების შესაძლებლობას ვიძლევით, კონფიდენციალურობის სრული დაცვით“, - აცხადებენ WhatsApp-ში.


The Wall Street Journal-თან ინტერვიუში, WhatsApp-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უილ კეტკარტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია მუდმივად მუშაობს მომხმარებლებს მიეცეთ საშუალება ინფორმაციის მიმოცვლა დაშიფვრის სისტემის გამოყენებით შეძლონ.


„ისტორიის მანძილზე ადამიანები მუდმივად აწარმოებდნენ პირად საუბრებს და არ ვფიქრობთ, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ამ მიმართულებით რამე უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა იულ კეტკატმა.


WhatsApp უფასო მესენჯერის სერვისია, რომელიც მომხმარებელს შეტყობინებების და ხმოვანი ფოსტის გაგზავნის საშუალებას აძლევს. 2014 წელს Facebook-მა WhatsApp $19 მლრდ-ად შეიძინა.


 


მსგავს თემაზე:

WhatsApp ახალ ფუნქციას შეიძენს


WhatsApp ზოგიერთ მოწყობილობაზე მუშაობას შეწყვეტს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი