• Ƀ/$

სირიის პარლამენტი „სომეხთა გენოციდის“ აღიარებას უყრის კენჭს

13 თებერვალი 15:14 | ანალიტიკა

სირიის პარლამენტი ხუთშაბათს, 13 თებერვალს განიხილავს და კენჭს უყრის „სომეხთა გენოციდის“ აღიარებისა და დაგმობის შესახებ რეზოლუციას. აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მდივანმა რამი სალეჰმა განაცხადა.

სირიის ალეპოში არსებული სომხური გამოცემა „განძსაზარი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, პარლამენტის დღისწესრიგში „სომხეთა გენოციდის“ რეზოლუციის საკითხის დასმა სირია-სომხეთის მეგობრობის საპარლამენტო კომისიის ინიციატივაა. წარდგენილმა დოკუმენტმა XX საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობები „სომეხთა გენოციდად“ უნდა აღიაროს და დაგმოს.


სომხეთ-სირია საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს


ერევანსა და დამასკოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2020 წელს მოეწერება. აღნიშნულის შესახებ სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა თათევიკ რევაზიანმა ქვეყნის საკანონომდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა.


„ჩვენ მზად ვარ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას. აღნიშნული საგარეო საქმეთა სამინისტროში განვიხილეთ. ხელშეკრულების გაფორმება 2020 წელს იგეგმება“, - აღნიშნა რევაზიანმა, ერთ-ერთი დეპუტატის (გევორქ გორგისიანის) კითხვის პასუხად, რომელიც დაინტერესდა, თუ რატომ არ არსებობს დამასკოსთან მსგავსი ტიპის შეთანხმება, როდესაც ამ სახელმწიფოში მსხვილი სომხური დიასპორა ცხოვრობს.


სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა დამატებით აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლებას არ აქვს მიზეზი უარი თქვას საავიაციო სფეროში სირიის მხარესთან თანამშრომლობაზე.


სირიის კონფლიქტის დაწყებამდე, ამ ქვეყნის სახელმწიფო ავიაკომპანია სომხეთის მიმართულებით ფრენებს ახორციელდებდა.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


მსგავს თემაზე:

თურქეთმა სომხეთს სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა


თურქეთი იდლიბში სირიის რეჟიმის წინსვლას არ დაუშვებს


თურქულ-რუსული შეხვედრის მეორე რაუნდის პარალელურად თურქი სამხედროები დაიღუპნენ



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი