• Ƀ/$

შემოწმებული თაფლის ნიმუშებიდან 9%-ში დარღვევები აღმოჩნდა

13 თებერვალი 17:52 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს თაფლის 100-მდე ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიაში გადააგზავნა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, დარღვევა დაფიქსირდა 9 ნიმუშში (აღმოჩნდა ქლორამფენიკოლი და მეტრონიდაზოლი). რეგიონების მიხედვით დარღვევები ასე გადანაწილდა:


აჭარა - 3 დარღვევა, სამეგრელო - 2 დარღვევა, თბილისი - 1 დარღვევა, რაჭა - 1 დარღვევა, კახეთი - 1 დარღვევა.


ლაბორატორიული კვლევის მიზანი თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების დადგენაა.


სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ამოწმებს თაფლის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, მათ ინფრასტრუქტურას, იღებს თაფლის ნიმუშებს.


2019 თაფლის ხარისხთან დაკავსირებით ვითარება შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა ეს არ ასახულა ექსპორტზე. გასულ წელს ექსპორტზე $56 000-ის ღირებულების თაფლი გავიდა რაც ჯამური ექსპორტის 0.01%-ზე ნაკლებია.


მსგავს თემაზე:

ანტიბიოტიკი – „რკინის ფარდა“ ქართულ თაფლსა და ევროპის ბაზარს შორის


თაფლის წარმოება 35%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი