• Ƀ/$

თელასის ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძემ 5877 კმ-ს მიაღწია

13 თებერვალი 18:53 | მედია ბიზნესისთვის - M2B

კომპანია „თელასმა“ 2019 წელს 2 902,6 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2.3% (67.7 მილიონი კვტ/სთ-ით) ნაკლებია 2018 წლის მოხმარების მოცულობაზე (2 970,3 მილიონი კვტ/სთ). 

მოხმარების მოცულობის კლება გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი - კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მონაწილე გახდა და კომპანია „თელასისგან“ შესყიდვებს აღარ ახორციელებს. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო 2018 წლის 1 მაისიდან ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ შესყიდვები თავისუფალ ბაზარზე.


2019 წელს 2018 წელთან შედარებით 2.6%-ით (72 მილიონი კვტ/სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 2 746.9 მილიონი კვტ/სთ შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირება ასევე განაპირობა ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის თავისუფალ ბაზარზე გასვლამ.


2019 წელს სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 4%-ით (25 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 657 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 592 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 65 ათასი – იურიდიური პირი.


2019 წელს კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 877 კმ შეადგინა, რაც 4.5%-ით (250 კმ-ით) აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (5 627 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.


მსგავს თემაზე:

საქართველოში ქარის ენერგიისგან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა შესაძლოა 10-ჯერ გაიზარდოს


"უფასო" დენის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტრომოხმარება საქართველოს დანარჩენ ნაწილს 2.6-ჯერ აჭარბებს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი