• Ƀ/$

თურქული ავიაკომპანია Atlas Global გაკოტრდა

14 თებერვალი 10:32 | კომპანიები

თურქულმა ავიაკომპანიამ Atlas Global- მა ოთხ თვეში მეორედ შეაჩერა ფრენები, სავარაუდოდ, ის გაკოტრებას გამოაცხადებს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah იუწყება.

"კომპანია გეგმავს გამოაცხადოს გაკოტრება ფინანსური პრობლემების გამო, 2019 წელს სტამბოლის ახალ აეროპორტში გადასვლასთან დაკავშირებით. დასაქმებულებთან უკვე ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც მათ შეატყობინეს, რომ ბორტზე სამუშაოდ აღარ გამოცხადნენ",- ნათქვამია გამოცემაში. 


მანამდე კომპანიამ ფრენები 27 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე შეწყვიტა. ამის შემდეგ მან ნაწილობრივ განაახლა ფრენები ლონდონში, ბაღდადში, თელ-ავივსა და ამსტერდამიში, ასევე რამდენიმე შიდა მარშრუტზე.


Atlas Global ეკუთვნის ETS-ის ჰოლდინგს. მის საკუთრებაში 18 თვითმფრინავია და მისი შტაბი სტამბოლში მდებარეობს


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი