• Ƀ/$

ფულად გზავნილებში ევროკავშირის წილმა რუსეთისას 2-ჯერ გადააჭარბა

14 თებერვალი 11:46 | ფინანსები

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 2020 წლის იანვარში $125.6 მლნ (362.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.6%-ით (9.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4% იმ 14 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 14-დან გზავნილების მოცულობა 5%-ით მხოლოდ რუსეთიდან შემცირდა და მისი წილი 21%-ს ჩამოსცდა, მაშინ როცა ევროკავსირის წილი 42%-მდე გაიზარდა. 20%-იანი ზრდა ფიქსირდება იტალიიდან, 25%-იანი გერმანიიდან, მთლიანად ევროკავსირიდან 16%-იანი ზრდა, ხოლო შეერთებული შტატებიდან 19%-იანი ზრდა.


2020 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (53.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის იანვრის (15.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.1%-ით მეტია.


მსგავს თემაზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 11.2%-ით გაძვირდა


საგარეო ვაჭრობის ბრუნვა იანვარში 5.7%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი